აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
აგი

აგიშრა და აგუნდა

იაგუნდი რამ აგუნდა,
ან გიშერი რამ აგიშრა...

ამ იშვიათად ელასტიურ და მუსიკალურ ხალხურ ლექსში თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ დავაკვირდებით სიტყვა „აგუნდა“-ს, ცხადი გახდება, რომ ეს სიტყვა არაბუნებრივად არის წარმოებული, რაც არც თუ ისე ხშირი მოვლენაა ქართულ ხალხურ პოეზიაში. „აგუნდა“ გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლექსში მის წინ იქნებოდა „გუნდა“. მაშინ მივიღებდით ბუნებრივ ქართულს: გუნდა... რამ აგუნდა, იმგვარად, როგორც მეორე სტრიქონშია: გიშერი რამ აგიშრა (აგიშრა: გიშრად აქცია).

„იაგუნდიდან“ ამგვარივე პოეტური სახის მიღება მოითხოვდა „აიაგუნდა“-ს. ორი ხმოვნის (აი) ზედმეტობამ, ალბათ, დიდხანს აწვალა პოეტი და ბოლოს დათმობაზე წავიდა, ბუნებრივი ქართულის: აიაგუნდა-ს ნაცვლად აგუნდა გამოთქვა. ისე რომ, ამ ლექსში „აგუნდა“ ნიშნავს „აიაგუნდა“-ს (იაგუნდად აქცია).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4 : წერილები ; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9