აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
აყვ

აყვანილი

ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა: აყვანა, ხელში აყვანა, კიბეზე აყვანა და სხვანი, ყველასთვის ცხადია და ცნობილი. ასევე ცნობილია „შვილად აყვანა“. მაგრამ „აყვანას“ სხვა გადატანითი მნიშვნელობაც ჰქონია, ერთგვარ „სამეანო“ ტერმინადაც გადაქცეულა და ყოველდღიურ მეტყველებაში გავრცელებულა.

„აყვანილი“ ახალდაბადებულ ბავშვს ნიშნავს, იტყვიან, ეს ბავშვი ამის და ამის აყვანილიაო. ვთქვათ, ქრისტინეს აყვანილიაო. ეს ნიშნავს, რომ მელოგინე ქალი ქრისტინემ მოამშობიარა და ბავშვი მან „აიყვანა“. ამ მნიშვნელობით ეს სიტყვა იხმარება დასავლურ კილოებშიც.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9