ღა ღვ ღი ღო ღრ ღუ
ღვთ ღვი

ღვინის დადაღვა

ღვინით სავსე ჯამში ნაკვერჩხლს ჩააგდებენ, რომ ღვინოს ძალა დაეკარგოს და ადვილი სასმელი იყოს. ასეთ ღვინოს დადაღული ჰქვია.

დადაღულ ღვინოს ასმევენ გუნების გამოსაკეთებლად, ვისაც წინა დღის ნამთვრალობა აქვს გამოყოლილი. აგრეთვე ავადმყოფს, ღონის მოსამატებლად.

ხევურეთში სცოდნიათ „არაყის დადაღვა“. არაყში ჩადებენ გახურებულ რკინის ნაჭერს და ამგვარად დაღავენ.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9