კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრუ

კრუნჩხი

მოუსვლელი, მახინჯი, დაკრუნჩხული, ანარჩევა ნაყოფი, მარცვლეული, ხილი...

„განმარტ. ლექსიკონში“ ეს სიტყვა ახსნილია კირიონის სალექსიკონო მასალების მიხედვით: გაცხავების შემდეგ ერთად დახვავებული თავთავები“.

თვალადელების ახსნით კრუნჩხი შეიძლება უფრო ზოგადი მნიშვნელობის გამომხატველად მივიჩნიოთ: კრუნჩხი შეიძლება ვუწოდოთ ანარჩევა ტაროს, თავთავებს, მახინჯ, დაღვლარჭნილ ნაყოფს და სხვ. კირიონის განმრტებაზე კი უნდა ითქვას: გაცხავების შემდეგ ცხავში დარჩენილ გულეწავ თავთავებს მართლაც ერთად ახვავებენ და მას ჯელღი, ჯოლღი ჰქვია. ჯელღში კარგ, მძიმე თავთავებთან ერთად ნესტით დამძიმებული, მოუსვლელი უვრგისი კრუნჩხი თავთავებიც არის გარეული, ჯელღს ხელახლა გამოფშვნიტავენ ხოლმე საბურღულე ხორბლად („ჯელღი ქალებისააო“, იტყოდნენ).

 
„კრუნჩხი ტარო ცალკე დაახვავე...“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9