კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კობ კოთ კორ კოს კოფ კოწ

კორკოტინა

ბალბა ისხამს პატარა ნყოფს, რომელსაც კორკოტინას ეძახიან. „კორკოტინა ხინკალს ჰგავს, ოღონდ ხინკალს ჭიპი ზევით აქვს ამოწეული, კორკოტინას კი შიგნით აქვს ჩაბრუნებული“.

გაზაფხულობით, როცა ბალბა ჰყვავის, აუარებელი სხვადასხვა ფერის პეპელა ეხვევა. ალბათ ამიტომ უთქვამთ:

პეპელ, პეპელ დაჯექი,
კორკოტინას გაჭმევდი!

საბას აქვს ბალბას ასეთი განმარტება: „ბალბა მოლოქი, კორკოტინა (ბალ)“.

მოლოქისა და კორკოტინას შესახებ იხ. ივ. ჯავახიშვილის საქ. ეკონ. ისტ. 2 ტ, გვ. 158.

ვუკ. ბერიძის განმრტებით „კორკოტინა ხის პატრა კვერთხია“.

შეგარცხვინ ღმერთმა,
სატეხმა და ხერხმა,
ურატამ დ კორკოტინამ
თავი გაგიტეხა.

მისივე ახსნით „ურატა პატარ ურო“-ა.

ორივე ხალხურ ლექსში „კორკოტინა“ სიპატარავეზე მიგვითითებს.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9