სა სვ სი სმ სო სუ სწ სხ
საა საბ საგ სად სავ საკ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საჩ საც საწ საჭ სახ

სად რა იცის?

ამ ხალხურ ლექსში, რომელსაც გამოქვეყნეული სათაურით (ხალხ. ლექსები და ზღაპრ.“ შეკრებ. გ. ნათაძის მიერ, ს. ხუციშვილის რედ.) „ქართლში შესანიშნავი სად რა იცის“ ჰქვია, შექებულია, განთქმული წინარეხული ერდო მაღალი, კავთიხეური კირი, თვალადური სიმინდი, ხოვლური ჩანგური და სხვ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ მსუბუქი ქართლური ჰუმორით არის გაკენწლილი.
 
ბაზაზობა ქალაქური,
ქარი დიღმური,
მღვდელი ქვემო ავჭალური,
ქალი ზემო ავჭალური.
შოლტი ნაქულბაქიერი,
ტურა ძეგვური.
მელა სასხორული,
ორკეცი ჩიბუხი ქვემო ნიჩბური,
დიდი ძაღლები ზემო ნიჩბური,
ჭრელი მამლები გომიჯვრული,
ლობიო დავრული,
არშიყობა თელათგორული,
ერდო მაღალი წინარეხული,
სიმინდი თვალადური,
ბუში ჩოკაანთუბნური,
კირი კავთიხეური,
ჭილობი იდლური,
ფინია გომური,
რთვილი კასპური,
იხვი ბორტული,
ფშატი ჩოჩური,
კუდა–აზნაური მეტეხური,
ყივანახველა სასირული
ჭონა ყარაღაჯული,
ჭრელი ძაღლი გრაკლური,
სადღობელი დოესური,
მკითხავი ქვახვრელური,
ციებცხელება უფლისციხური,
ქალი და რძალი ხიდისთაური.
წყლის ხერხი ატენური,
ლიტრა გორული,
ჩანგური ხოვლური,
სიმინდის ჯინი ზემო ხანდაკური,
დავიდარაბა ახალქალაქური,
სახრავი ატამი თეძმისხეური,
დიდრონი საბძლები ახალციხური,
ჭიანი კვრინჩხი ნოსტური,
ქერი ქოტისური (ალბათ „ბოტისური“. ბოტისი სოფელია კავთურას ხეობაში),
ავდარი მოხისური,
პური თონეთური,
ჩხუბი დვანური,
პანტა ღოლოვნური,
კართოფილი რუისული,
ვირი წალკური,
ნახშირი წყნეთური,
მეველე შინდური,
მაღალი კაცი ლისური.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9