კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაი კალ კატ კაც

კაციჭამია სერი

წინარეხს გაღმა არის მოტიტვლებული სერი, რომელსაც ეს სახელი ჰქვია, ძველი ნასოფლარი, ხალხური ლეგენდალური გადმოცემით ამ სერზე უხსოვარ დროში კაციჭამიების სოფელი იყო.

შემდეგ, როცა კაციჭამიობა გადავარდნილა, და ალბათ, დავიწყებულიც ყოფილა, ერთი წინარეხელი ქალი გაუთხოვებიათ ამ სოფლელ კაცზე. დრო გასულა, ქალს შეუმჩნევია, რომ ოჯახის წევრები რაღაცას უმალავდნენ, მის ჩუმად რაღაცას ჭამდნენ. ერთხელ, როცა შინ არავინ ყოფილა, ამ წინარეხელ ქალს გულდგულ დაუთვალიერებია მთელი სახლი დ „ძირის სხლში“ მიუგნია ქილებში ჩამუჟუჟებული ადამინის ხორცისთვის. ქალს თავზარი დასცემია, ძუძუთა ბავშვისთვის ხელი დუტაცნია და ხევხევ წინარეხისკენ გაქცეულა. ბავშვს ტირილი აუტეხია. შეშინებულ დედას ბავშვისთვის ძუძუ მიუცია და სწორედ ამ დროს კავთურაზე გადებულ ხიდსაც მისდგომია. გაზფხული ყოფილა და კავთურა ადიდებული მიქუხდა თურმე საცალფეხო ხიდქვეშ.

ქალი რომ ხიდზე შემდგარა, ბავშვი უფრო გამწარებულა და დედისთვის ძუძუზე კბენა დაუწყია. ქალს წამოუძახნია:
„...მოსწი გვარისაო!“ – (ე. ი. შენი გვარისა მოგდგამსო), და ადიდებულ მდინრეში ჩაუგდია ძუძუთა ბავშვი.

„კაციჭამია სერი“ უძველესი ნამოსახლარი უნდა იყოს და არქეოლოგიურადაც საინტერესო.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9