აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
არვ არმ არს არყ

„არვიცი“-ს დედ და „ვიცი“-ს დედა

ნათქვამია: ვიცის დედა ტიროდა, არვიცის დედა იცინოდაო...

ვინც იცის, მაგრამ თავს იკავებს და ამბობს არ ვიციო, „არვიცია“-ა.

ვინც იცის, თავს ვერ იკავებს და ამბობს, „ვიცი“-ა.

თავიანთი ხასიათის მიხედვით „ვიცი“ და „არვიცი“ შესაფერ მოსავალს იმკიან: თავშეკავებილი „არვიცი“-ს დედა კმაყოფილია და იცინის, თავშეუკავებელი და დოღრიალა „ვიცი“-ს დედა კი თავისი შვილის მეტიჩრობით მუდამ უკმაკოფილოა და ტირის.

ამავე მნიშვნელობით ხევსურულში ყოფილა „არვიცა“ და „ვიცა“. აკ. შანიძის „ხევსურულ პოეზიაში“ არის ასეთი ლექსი:

 
არვიცაი და ვიცაი ფიცის კარს მიუდიანა,
არვიცა შინავ დაბრუნდა, ვიცას აფიცებდიანა.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9