აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
აყვ

აყვერება

ხანგრძლივი წვიმების შემდეგ მსუქან, დანეხვილ ნიადაგზე ბოსტნეული, ბალახიც, თამამად ახვითქდება, უცებ ავარდება, ტანს აიყრის, – აყვერდება.

აყვერებული ბოსტნეული თამამია, მაგრამ „ძალა ზრდაში აქვს დახარჯული, აბოლებულია“, არ ვარგა.

ზოგიერთ დიალექტში ამ მოვლენას „აყვირებას“ ეძახიან.

„განმარტებით ლექსიკონში“ ფიქსირებულია კახური და ფშაური („აყვირებული შამბნარი“ – ვაჟა) მაგალითებიც, საინტერესოა „აყვირება“-ს სინონიმი „აქუხება“. ამის მსგავსად თვალადელებიც ამბობენ: „ბალახმა დაიძახა... სიმინდმა დაიძახა“-ო. „ქიზიყური ლექსიკონიც“ „აყვირებას“ ადასტურებს (“აყვირება, ალაღება“).

თვალადურ „აყვერებას“ ეხმიანება ვუკ. ბერიძის „იმერულ და რაჭულ თქმათა სიტყვის კონა“ (ყვერება, აყვერება), მაგრამ არ ჩანს, იმერულია თუ რაჭული, იქნებ ორივეგან ასე ხმარობენ.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4 : წერილები ; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9