გა გე გვ გო გრ გუ
გუგ გუდ გულ გურ

გული ზღვისა და გული ქვეყნისა

საბა ორბელიანი გულის განმარტებაში ამბობს: „...გულად ითქმის საშუალი ქვეყნისა. (12,40 მათე), გულად ითქმის პელაგონი ზღვისა (45,3 ფსალმ.), გულად ითქმის ხეთა და ხილთა საშუალო (...მერქანი ხეთა, გინა საშუალი ხილთა)“.

სახარების მითითებულ მუხლში ვკითხულობთ:
„რამეთუ, ვითარცა იგი იყო – იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუეყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე“.

ხოლო ფსალმუნი სათანადო ადგილას წერს:
„...არა მეშინოდეს მე ძრწოლისა ქუეყნისასა, ცვალებისა მთათასა და გულს ზღუათასა“.

როგორც ვხედავთ, სახარებიდან და ფსალმუნიდან საბა ორბელიანს ეს ორი ძვირფასი გამოთქმაც ამოუღია თავისი ლექსიკონისთვის:
გული ქვეყნისა, ქვეყნის შუაგული, დედამიწის – მიწის შუაგული.
გული ზღვისა, ზღვის შუაგული, სიღრმე.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9