და დე დი დო
დიდ დილ

დილის წყალი

ეს სიტყვა ჩემი ბავშვობის მოგონებაა.. ქვემო სართულში, რომელსაც „ძირის სახლს“ ვეძახდით, მიწურ იატაკზე დამწკრივებული იყო ცივი სასმელი წყლით სავსე სხვადასვანაირი ჭურჭელი: უზარმაზარი თიხის კოკები, გრძელკისერა ლიტრები, ლამაზი ღვინის გოზაურები, ჩაფები... სოფელში წყალსადენი არ იყო და მთელი დღის მარაგი დილითვე მოჰქონდათ, მიწური იატაკი ზაფხულის ცხელ ღეებშიც წყალს გრილად ინახავდა. გახურებული კალოობის დღეებში ხშირად გაიგონებდით: „ჩაირბინე, ბიჭო, დილის წყალი ამოიტანე, ყელი გაშრა“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9