და დე დი დო
დაგ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დატ დაუ დაქ დაღ დაც დაძ დაჯ

დაცარვა და დათართვა

დაცარვა და დათართვა ეწოდება დაგრეხილი (დაძახული) ძაფის მოშვებას, გაცალცალებას. ეს ორი სიტყვა უპირისპირდება „დაძახვა“-ს: რამდენიმე ძაფის ერთმანეთზე შეგრეხას თითისტარით ან ჯარაზე. ამგვარად შეგრეხილ ძაფს „დაძახული“ ჰქვია.

„დაცარვა“ ეწოდება აგრეთვე თოკის, ნართის დაძველება-დაშლას, თოკის გაწყვეტამდე მისვლას, ქსოვილის დაფხავებას და სხვ.

„დაცარვა“-სთან უნდა იყოს დაკავშირებული „ხელის მოცარვა“, საქმის უკუღმა წასვლა. დაცარვისას ძაფი უკუღმა „იცარება“.

 
„ძახვის დროს მარჯვნიდან მარცხნივ ტრიალებს თითისტარი, დათართვისას – მარცხნიდან მარჯვნივ“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9