და დე დი დო
დაგ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დატ დაუ დაქ დაღ დაც დაძ დაჯ

დაისი და აისი

„დაისღამის“ საკითხმა აღმიძრა სურვილი გამომერკვია „აისისა“ და „დაისის“ ერთმანეთთადნ დამოკიდებულება და გენეზისი.

ეს საკითხი ასე მესახება:
აისი, ასვლა მზისა (აის, ა/დ/ის).
დაისი, დასვლა მზისა (დაის, და/დ/ის).

აწყმო დროის მოქმედების გამომხატველად ქართული ენის დასავლურ დიალექტებში იხმარება:
მიის, მოის (მი-დ-ის, მო-დ-ის).
ბრძან: წაი! მოი! (წა-დი, მო-დ-ი).

არსებობს ხალხური გამოთქმაც „მოის გზა“, რაც აქეთობას ნიშნავს:
„გადავწყვიტეთ, მოის გზაზე ვნახოთ ეს ყორღანები“.
„საკუთრივ რუსთავის ციხის დაზვერვა მოის გზისთვის გადავდეთ“. (ნ. ბერძენიშვილი, საქ. ისტ. გეოგრ. კრებ. 1, 1960 წ.).

მიის, მოისა და წაი, მოის მსგავსად შესაძლებელია არსებულიყოს (ან იყოს) აის და დაის ზმნებიც.
აის-ა/დ/ის – ასვლა მზისა, აისი.
დაის-და/დ/ის – დასვლა მზისა, დაისი.

შემდეგ მინაწერი:
ალ. ჭინჭარაული სხვა საკითხებთან დაკავშირებით თავის ერთ წერილში („ორიოდე შენიშვნა“, „ლიტ, გაზ“. 1958 წ. 1.8) ასახელებს დღესაც ცოცხალ ხევსურულ ფორმებს („შეეს“ – შესვლისას, „გეეს“-გასვლისას, „მიეს“-იქით წასვლისას, „მეეს“ „მასეეს“ – აქეთობისას, „აეს“ – ავლისას, „ჩაეს“ – ჩავლისას, ჩასვლისას, გადაეს, გადმაეს და მისთანებს) და ასკვნის: „ასეთი ფორმები სუბსტანტივის სახით გვხვდება სალიტერატურო ქართულში: აისი, „გათენება, გარიჟრაჟი“ – მზის ამოსვლის დრო, დაისი, „მზის ჩასვლის დრო, საღამო ხანი მწუხრი“.

ალ. ჭინჭარაულის ვარაუდით აისი „ვედ“ –ძირს უკავშირდება და არა „დ-ის“-ძირს.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9