გა გე გვ გო გრ გუ
გაა გაბ გად გაე გაკ გამ გან გაო გაპ გარ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაწ გაჯ

გაშაპრება

ხელის კანის გაუხეშებას, დახეთქვას „გაშაპრებას“ ეძახიან. იტყვიან: „ხელები გამიშაპრდაო“. ნორჩი მცენარე რომ გაიზრდება და გახევდება, იმაზეც ამბობენ – გაშაპრდაო.

საბას ერთი განმარტებით „შაპრი ბალახია“, მაგრამ ახსნილი არა აქვს, რა ბალახია, როგორი. შაპრი არც ალ. მაყაშვილის ლექსიკონშია. ეტყობა, რომელიმე უხეში მცენარე უნდა იყოს.

 
„გაშაპრებული მამულა მხალი და ვაზის რქა აღარ იჭმევა“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9