განრისხება, გულის მოცემა. გაგულისებულ კაცზე იტყვიან: „გაფრანკდა, გული მოიცაო“. ქიზიყურ მეტყველბაში იხმარება „გაფრანგება, ფრანგვა“. მართალია, ხალხურ „ამირანში“ ქიზიყურის მსგავსად არის:
გაფრანგდა, კარი შელეწა, ვითარც გმირთა წესი არი.
მაგრამ „გაფრანკება“ უფრო ძველი უნდ იყოს.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.