ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხს ხუ
ხუთ ხუხ

ხუთო

სამკურნალო ქვა. ზოგი ამ ქვას „ციდან ჩამოვარდნილს“ ეძახის, ზოგის თქმით კი მსხვილფეხა ავადმყოფი საქონლის ღვიძლის ქვაა (შირიმი), ხველების დროს ამოვარდნილი. ამ ქვით მკურნალობენ „დასუნთქულს“.

დასუნთქულად ითვლევა ქვეწარმავალთა, შხამიან მწერთა, ორმოცფეხას ნაკბენი თუ დასუსხული („დასუნთქული ხილი არ იჭმევა“.).

ხუთო მრგვალია, შუაზე გადკვეთილი, გადაკვეთილი მხრიდან ლესავენ (ხეხავენ) ჯამში, რომელშიც წყალი ასხია. მერე წყალში ნალესი მხრით უსვამენ დასუნთქულ ადგილზე. ქვას რაღაც მარილები აქვს: კანს სწვავს და აშრობს.

ხუთო ქვა გახვრეტილია. ნახვრეტში კანაფია გყრილი. ამ კანაფით ხუთოს ჰკიდებენ ლურსმანზე, რომელიც კედელშია ჩარჭობილი. ალბათ იმიტომ ჰკიდებენ, რომ არ დაიკარგოს, მაგრამ ასე არა ხსნიან... კედელზე ჩამოკიდებას რაღაც ცრუ რწმენას უკავშირებენ.

საბა ამგვარ ქვას „გესლთმკურნალ“ ქვას უწოდებს.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9