აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
აზნ

აზნაური

რამდენგვარ აზნაურს არ ჩამოთვლიან: ტახტის აზნაური, საეკლესიო აზნაური, მაძიებელი აზნაური, კერძო აზნაური.

ამათ გარდა თვალადელები „ნაფოტის“, „ჭაობის“, „კუდა“ და „ცალქალამანა“ აზნაურსაც ამბობენ დაცინვით.

„კერძო აზნაურები“ გვხვდება ი. ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძში“, ხოლო „კუთხის აზნაური“ ერთ ლექსში:
ბეზირგნის შვილი არა ვარ,
არც აზნაური კუთხისა,
თევზის მჭირავი ვიყავი
და მკეთებელი ზუთხისა.

ვუკ. ბერიძეს თავის „სიტყვის კონაში“ შეტანილი აქვს „შემოდგომის და შემოდეგის აზნაური, ცალმოგვი აზნაური“. ამგვარ „აზნაურთა“ საპირისპიროდ ზემოიმერულ მეტყველებაში გვხვდება „ძირის აზნაურიშვილი – შთამომავლობით, რამდენიმე თაობით აზნაური“. (იხ. ბ. წერეთლის ზემოიმერული ლექსიკა).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9