ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხს ხუ
ხაკ ხამ ხარ ხას ხახ

ხარდაკამეჩი

ხარები და კამეჩები, „ხარდაკამეჩის“ ნაცვლად ზოგან, უფრო კი ლიტერატურულ ენაში ხმარობენ „ხარკამეჩს“, რაც წარმოებულია ქართული ენის ბუნების დაურღვევლად, მსგავსად „ღორ-ხბო“-სი. „ცხვარ- ძროხა“-სი და სხვათა, მაგრამ მათგან განსხვავებით „ხარკამეჩს“ ერთი უხერხულობა აქვს: არსებობს სქესის განმასხვავებელი „ფურ-კამეჩი“ და „ხარ-კამეჩი“-ც, ამიტომ სჯობს დავუჯეროთ ერთი ხალხური ლექსის მთქმელს:

შავაბი ხარდაკამეჩი, რქა კუდით შემკობილია,
ხარები იყო მაღალი და კამეჩები სრულია.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9