ჭა ჭე ჭი ჭკ ჭო
ჭორ ჭოტ ჭოფ

ჭოტი

„ჭოტი“ ზედსართავის მნიშვნელობით გვხვდება ბევრ გამოთქმაში და უფრო ხშირად წვეტის, წვერის, წაწვეტებისა და წაგრძელების მნიშვნელობით.

ჭოტის ჯდომა, ხის კენწეროზე მჯდომზე, სახლის თავზე, საერთოდ მაღლა დასკუპებულზე იტყვიან: ჭოტსა ზისო.

ჭოტა ხარი - ხარი, რომელსაც წვეტიანი რქები აქვს (შდრ. „კოხტად რქებაწეული ხარი“. სტ. მენთ.).

არის გამოთქმები „ჭოტა ლობიო“, „ჭოტა ბიჭი“ და სხვა მისთანანი.

საბას ლექსიკონში „ჭოტი“ ასეა განმარტებული: „ლობიოთა და ცერცვთა გრძელი ქერქი“. საბასვე აქვს წოტი-ც: „პატარა ბუი. ბუკნაწოტი წოწოლა“.

„ჭოტი“, „წოტი“ და „წვეტი“ აღნაგობითაც ჰგვანან ერთმანეთს.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9