ჭა ჭე ჭი ჭკ ჭო
ჭიო ჭიპ ჭირ ჭიჭ

ჭირის ჭირი

თვალადელები ამბობენ: „ჭირსაც თავისი ჭირი აქვს, ჭირსაც თავის ჭირი ჰკლავსო“. საბუთად ეს ლექსი მოაქვთ:

ჭინჭარი ჭირის ჭირია, სატაცური ბალღამია,
სვინტრი მოდის, გაიძახის: მე ვარ ყველას წამალია!

ამ ლექსში ჭინჭრისა და სვინტრის თვისება გარკვევით არის თქმული: ჭინჭარი ჭირის ჭირი ყოფილა, ჭირის სატკივარი და მომსპობი. სვინტრი, როგორც „თვითონ“ ამბობს: „ყველას (ყველა სატკივარის) წამალია“... ბუნდოვანია სატცურის საკითხი, ვისთვის არის სატაცური ბალღამი: ჭირისთვის თუ კაცისათვის? უნდა ვიფიქროთ, სატაცურსაც სამკურნალო მცენარედ თვლის ხალხი, ჯერ ერთი, იმის გამომ რომ სამკურნლო თვისებებით გნთქმულ სვინტრთან და ჭინჭართან ერთად ასახელებს. მეორეც: მისგან ამზადებს შესანიშნავ საჭმელებს ერბოკვერცხოთ, წვნით და სხვა. ალბათ ამ ლექსში სატაცური „ჭირის ბალღამად“ არის თქმული.

ივ. ჯავახიშვილი თავის „საქართველოს ეკონომიური ისტორიის“ მეორე ტომის მეშვიდე თავში „სვინტრი და მისი რაობა“ აღნიშნავს, რომ სვინტრი შროშანყვავილიანთა ოჯახს ეკუთვნის და ერთი ცნობით „ხალხი ქართულად შროშანა-ს უწოდებს“. იქვე ვკითხულობთ „სვინტრს ისევე სჭამენ, როგორც სატაცურს: ორივე მხალია... ამას გარდა სვინტრს სამკურნალო მიზნითაც ხმარობენ“.

დიდი მეცნიერი ქართული „სვინტრს“ თურქულ „სინდრიჯ“-თან აკავშირებს, ისევე როგორც რუსულ сындрик-სა და სომხურ „სინდრიკ“-ს. თან უმატებს: „თურქულად კი სინდრიჯი მონელების საშუალებას ჰნიშნავს“-ო. (გვ. 165-166).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9