წა წე წვ წი წკ წო წრ წყ
წია წილ წინ წის წიქ წიწ

წინწანაქარი

წინწანაქარი ჩვენში მხოლოდ პირველად გამონადენი არყის მნიშვნელობით გამიგონია. მაგრამ როგორც ჩანს, საერთოდ პირველგამონადენთა ზოგადი მნიშვნელობის გამომხატველი სიტყვაა. ძველ და ახალ ლექსიკონებში ეს მოვლენა ამგვარად არის ახსნილი: საბას განმარტებით „წინწინაქარი პირველგადმონადენი ტყბილი“-ა. ნ. ჩუბინაშვილი აფართოებს ამ სიტყვის მნიშვნელობას: „წინწანაქარი პირველი გამონადენი დაწურვილი ღვინისა, ან გამოხდილი არყისა“. იქვე, მომდევნო განმარტებაში ნ. ჩუბინაშვილი ღვინისა და არყის წინწანაქარს „ერბო წინწანაქარსაც“ უმატებს. რაც მისი ახსნით გადაუმდნარ ერბოს, კარაქს ნიშნავს. (დ. ჩუბინაშვილი ახსენებს „ლუდის წინწანაქარსაც“). (ხევსურულად „პირველად გამოსულ არაყს წვერის არაყი (წინწვერი, წინწვერის არაყი, წინწარაქალი, წინ წინაქარი ეწოდება, ნაბოლოვარს კი შამანი“. (ალ. ჭინჭარ.). ზემო იმერულად „წინაქარი, წანაქარი“ (ბ. წერეთ). ლეჩხუმურად „რახი“ (მ. ავალ.) ამათ გარდა, არის „ჟიპიტაური“ და სხვ.).

წინწანაქარის ხარისხსზე და თვისებაზე არც საბა, არც ჩუბინაშვილები არაფერს ამბობენ. წინწანაქარის ხარისხს ქიზიყური მეტყველების საფუძველზე ხსნის სტ. მენთეშაშვილი თავის „ქიზიყურ ლექსიკონში“. მისი განმარტებით ყურძნის წურვისას „პირველად გავარდნილ წვენს“ ქიზიყში წინწანაქარს ეძახიან და თვისობრივად ეს წვენი „წყალწყალაა“. ასევე „წყალწყალაა“ მისი თქმით „პირველად გამოსული არაყი“, ანუ წინწანაქარი.

ქართულ ლექსიკონებში ღვინის, არყის, ლუდის და ერბოს წინწანაქარის დდასტურება საკმაო საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ „წინწანაქარი“ მივიჩნიოთ „პირველგამონადენის“ აღმნიშვნელ ზოგად ტერმინად.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9