წა წე წვ წი წკ წო წრ წყ
წია წილ წინ წის წიქ წიწ

წინასა, წინწიბურასა...

ბავშვები ხილის საჭმელად ან წყაროს დასალევად მიდიან, ყველა ცდილობს პირველი იყოს... მირბიან, მირბიან. უცებ წინწასულის დასაშინებლად ვინმე წამოიძახებს:

წინასა, წინწიბურასა,
გველი აუდგა ყირასა!

და თიქთქოს მართლაც უხსენებელი შეეფეთათო, ყველა შეჩერდება და ცდილობს წინ არავის გაუსწროს.

ამ ლექსში გაუგებარია სიტყვა „წინწიბურა“ თამაშის შინაარსის და ლექსის კონტექსტის მიხედვით „წინწიბურა“ წინ წასულს, წინ გასწრებულს ნიშნავს. მაგრამ მსგავსი სიტყვა პ. უმიკაშვილის „ხალხურ სიტყვიერებაში“ მოთავსებულ ლექსშიც გვხვდება და იქაც ბუნდოვანია მისი მნიშვნელობა:

თბილი ქათმის კისერი,
ისიც მუხლზე დავიდევი,
წიწიბურამ მამტაცაო.
მაცა, მაცა, წიწიბურავ,
მეც გადმოვალ სერზედაო!

პირველი ფრაგმენტის „წინწიბურა“ თვით ადამიანია, მეორე ლექსში კი „წიწიბურა“ ქათმის კისერს სტაცებს ადამიანს და სერზე ასვლაც შეუძლია. მათი დაკავშირება მნიშვნელობის მიხედვით შეუძლებელია.

„წინწიბურა“ საბა ორბელიანს ასე აქვს განმარტებული: „წინწიბური, ბალანთ საგლეჯელი პატარა მშვილდი“. ნიკო და დავით ჩუბინაშვილები არაფერს უმატებენ ამ ახსნას. არც „ბალანთ საგლეჯელი პატარა მშვილდი“ გვეხმარება ამ სიტყვების ასახსნელად.

გ. შარაშიძის „გურულ ლექსიკონში“ ახსნილია „წიწიბურო, წვერი, მწვერვალი ხისა“, მისივე ცნობით ზემო გურიაში „წინწიბური, წინწიკიბური“ კიდეს ნიშნავს. მაგრამ, ვგონებ, ვერც გურული კილო შველის ძველ ხალხურ ლექსებში ბუნდოვანი ადგილების გამორკვევას.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9