ცა ცე ცი ცო ცუ ცხ
ციდ ცის ციც

ციციაანთ სუფრა

სუფრაზე თუ პურის მიტანა დაავიწყდათ, დიასახლისს ხუმრობით ეტყვიან, ციციაანთ სუფრა ხომ არ არის, პური რომ არ მოგიტანიათო.

გადმოცემით, თავად ციციშვილს ქართლში მეფე სტუმრად დაუპატიჟნია და სანამ სუფრაზე მიიწვევდა, კარავში შეუყვანია. ამ კარავს ლავაშის ფარდები ჰქონია. უზარმაზარ მაგიდაზეც სუფრად ლავაში ყოფილა გაშლილიო, უმატებენ.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9