ცა ცე ცი ცო ცუ ცხ
ცალ ცამ ცან

ცალხაშა

ჩვეულებრივად, პურის გამოცხობის წინა საღამოს, ძველ ხაშს „წაადედებენ“, გადაახალისებენ: ცოტა ფქვილსა და თბილს წყალს დაამატებენ, ჩაზელენ და მეორე დღისათვის შეინახავენ. ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური ხაში... თუ დაავიწყდათ ხაშის წადედება და გადახალისება, პურს ძველი, წაუდედებელი ხაშით აცხობენ. წაუდედებელი ხაშით მოზელილ ცომს ცალხაშა ცომი ჰქვია, ხოლო პურს – ცალხაშა პური. ცალხაშა ცომი სწრაფად ფუვდება, თონეზე არ ჩერდება, ცვივა. ამიტომ უთქვამს ქართველ კაცს ასე ხატოვნად: „ცალხაშა ცომი ცხენიან კაცს გაასწრებსო“.

ცალხაშა პური მომჟავო და მდარეა.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9