სა სვ სი სმ სო სუ სწ სხ
სია სილ სიმ სის სიტ

სიმინდი

„სიმინდის ასავალ-დასავალი ასეთია: ავყვეთ ქვემოდან ზემოთ:

ჯერ ძირფესვია, მერე, ფესვის ზემოთ – კაჭაჭი. კაჭაჭს ზემოთ ასდევს მუხლები, მერე ხმლები, მერე ტარო, ტაროს წვერზე ულვაშია... სიმინდს თავიცა აქვს. თავზე ყვავილი – ქოჩოჩი, თუ გინდ ქოჩორი. სიმინდის აყვავებას ქოჩოჩის ამოღება ჰქვია“.

ზემო იმერეთში, პოეტ მუხრან მაჭავარიანის ცნობით სიმინდის ხმლებს „მკლავებს“ ეძახიან.

ზემო იმერეთში სცოდნიათ აგრეთვე „სიმინდის კუჭი“. ეს კუჭი არის მცენარის სათავე: „...სიმინდის კუჭი რო წამოვა და ნაყოფს წამოიღებს, მაშვინ გეიღოჯება თესლი“ (ბ. წერეთ.).

სიმინდის კუჭს ლეჩხუმურად ეძახიან „კილოს“, სიმინდის მარცვლის იმ ნაწილს, სადაც მოთავსებულია ნასახი. ამას თუ დავუმატებთ ვუკ. ბერიძის ლექსიკონიდან „ოქროს კბილს“, რაც სიმინდის უკანასკნელი ფესვებია (რომელიც მიწას არ სწვდება), სიმინდის აღწერილობა უფრო სრული გახდება, თუმცა ეს ჩამოთვლილი წვეთია იმ სიტყვა-გამოთქმებთან შედარებით, რაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იხმარება სიმინდის ირგვლივ (იხ. გ. შარაშიძის გურული ლექსიკონის: „საყვირი სიმინიდისა“ და „სიმინდი საყვირში“).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9