ღა ღვ ღი ღო ღრ ღუ
ღრე

ღრეცელა და ღრეჭელა

თვალადურ მეტყველებაში „ღრეცელა“ სულიერზეც ითქმის და უსულო საგანზეც. მაგალითად, ვინც ბავშვობიდან ცუდ სიარულს ეჩვევა და ფეხსაცმელის ქუსლებს იღრეცს, ეტყვიან: „ჰაი, შე ღრენცელავ, შენა!“

ასევე, „ღრეცელას“ ეძახიან, რაც სიძველის ან უხეიროდ გაკეთების გამო იღრიცება ხოლმე:

„ე რა ღრეცილა კიბე გქონიათ“.
„ე რა ღრეცელა სკამი შემხვდა“.

ასეთივე „ხოლმეობითი“ თვისებაა ღრეჭელა და ბრეცელა.

„განმარტებით ლექსიკონის“ ახსნით ღრეცელა ის არის, „ვისაც კისერი აქვს მოღრეცილი. კისერმოქცეული. ღრეცელას იმას ვეტყვით, ვისაც კისერი გვერდზე აქვს გადაღრეცილი („დიალ.“)“.

ამ ახსნის და დამოწმებული ტექსტის მიხედვით „ღრეცელა“ მხოლოდ ის არის, ვისაც კისერი აქვს მოღრეცილი (კისერმოქცეული).

თვალადურ მეტყველებაში „ღრეცელა“ და მისთანანი უფრო ზოგადი მნიშვნელობით იხმარება, კისერმოქცეულ, კისერმოღრეცილ კაცზე „ღრეცელას“ არ იტყვიან, კისერმოქცეულისა და კისერმოღრეცილის მდგომარეობა გამორკვეულია. სტატიურია, არ იცვლება. „ღრეცელობა“ კი თვისება ან ჩვეულებაა: მოღრეცის შემდეგ საგანი თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება, მაგალითად, „ღრეჭელაზე“ არ იტყვიან – დაღრჭილიაო. „ღრეჭელა ის არის, ვინც ხშირად იღრიჭება და ღრეჭა-სიცილი უნებურ ჩვეულებად აქვს გადაქცეული.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9