ადგილი ბოსლის ზღვესა და ზღვეს შუა, სადაც დაგებულია ფილაქანი, ხოლო თუ ზღვე ერთია, სანარწყავი მაშინ ზღვეს ბოლო ადგილია, სანარწყავში ზღვეებიდან იწრიტება საქონლის შარდი, იხვეტება ნეხვი... „ხბო სანარწყავში იხარშება“. ხევსურულად „სანერწყელი“ ჰქვია (ს. ქეთელ.).
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.