აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან არ აქ აყ აც აწ
ავი ავხ

ავი სახლი და კარგი სახლი

ავი სახლი და კარგი სახლი, აგრეთვე ავი კარი და კარგი კარი გვხდება ლექსად ნათქვამში. ამ ლექსის მიხედვით ავი სახლი და ავი კარი ნიშნავს ავ, ცუდ ოჯახს, ხოლო კარგი სახლი და კარგი კარი – კარგ, კეთილ ოჯახს. ამ გამოთქმებში „სახლს“ და „კარს“ თავისი ნიუანსი აქვს და გადატანით ოჯახურ გარემოს გულისხმობს.
 
კარგმა სახლმა, კარგმა კარმა
კარგათ გამომიყვანაო,
ავმა სახლმა, ავმა კარმა
ავათ გამომიყვანაო.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9