სა სვ სი სმ სო სუ სწ სხ
საა საბ საგ სად სავ საკ სამ სან საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საჩ საც საწ საჭ სახ

სადა არაყი

სადა არაყს, უბრალო, წმინდა არაყს უწოდებენ, უტკბილოს, უსურნელოს, შეუზავებელს.

სიტყვა „სადა“ იხმარება ზოგი ისეთი სიტყვის მსაზღრელადც, რომელსაც მსგავსად „სადა არაყისა“, თითქოს არ შეეფერება და მოულოდნელია. მაგალითად: სადა დღე.

„სადა დღე“ ნიშნავს ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. კვირა და უქმე დღეები სადა დღეები არ შედიან.

„ქართ. ენის განმარტებით ლექსიკონს“ შემჩნეული და ახსნილი აქვს სადა დღე და სადა ფრინველი (ბეღურა). ეს მაგალითები დამოწმებულია ლ. არდაზიანისა და ი. გოგებაშვილის ნაწერებით. სტ. მენთეშაშვილის ლექსიკონში არის სადა კედელიც, კედელი, რომელსაც არაფერი აქვს დატანებული (წალო, განჯინა, ბუხარი...).

 
„სადა დღეებში მუშა კაცს შინ რა გააჩერებს?“
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9