ბა ბე ბლ ბო ბრ ბუ ბწ
ბოზ ბოყ ბოძ

ბოზა

სამი დღის მოზელილი და დამჟავებული ცომისგან აცხობენ „საარაყე პურს“. შემდეგ დაამტვრევენ, ჩაყრიან ქვევრში, დაასხამენ წყალს, უზამენ წინასწარ გამზადებულ ალაოს და აურევენ. „ალაო რომ შემოუძახებს“, საარაყე ადუღდება... დადუღებული „საარაყე“ უკვე „ბოზაა“. ბოზას გადაიღებენ ქვაბში, მჭიდროდ დახურავენ ზარფუშს (თავს), სასულე ადგილებს შემოგოზავენ, რომ ჰაერი არ ჩაიპაროს და ქვეშ ცეცხლს შეუნთებენ. გამოხდილ ბოზას „ნახადი“ ჰქვია.

საბას ახსნით „ბოზა ფეტვის ბურახია“ („განმარტებითი ლექსიკონი“ საბას ამ განმარტებას უმატებს ინგილოურ მნიშვნელობასაც: „ტკბილისაგან მოდუღებული სასმელი“).

„მახსიმათი“-ს ახსნაში საბა ერთხელ კიდევ ახსენებს ბოზას: „მახსიმათი ბოზა სვივით და თაფლით ქმნილი, ჩერქეზნი ეწყობიან სასმელად“.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9