ჭა ჭე ჭი ჭკ ჭო
ჭამ ჭან ჭარ ჭაჭ

ჭანარი

თვალადურად ნესტიანს, სველს, ნოტიოს ნიშნავს.

ჭანარი ამინდიაო იტყვიან, როცა ნესტიანი დარი დგას, ან წვიმა ოდნავ სცრის.
ჭანარი სიმინდი მოუსვლელი, ჭყინტი სიმინდი.
ჭანარი ყანა მოუსველელი პურის ყანა.
ჭანარი ხორბალი დანოტიებული ხორბალი.

სტ. მენთეშაშვილის „ქიზიყურ ლექსიკონში“ ჭანარი განმარტებულია „ნახევრად ხმელის მნიშვნელობით.

„ხმელი“ და „მშრალი“ ქართული ენის სხვადასხვა კილოში ნიუანსურად განსხვავებულ მნიშვნელობას ამჟღავნებს. თვალადელები არ იტყვიან „ხმელი ამინდიაო“, მაგრამ „მშრალი ამინდი“ ჩვეულებრივი გამოთქმაა. ასევე არ იტყვიან ზოგ კილოზე „ხმელ ზამთარს“ მშრალი ზამთრის შესატყვისად, გურულ კილოში კი გხვდება „ზამთარხმელობა“ და „ხმელი ზამთარი“ (გ. შარაშ.), რაც უთოვლო, მშრალ ზამთარს ნიშნავს.

ერთ ცნობილ ხალხურ ლექსში ვკითხულობთ:

ზღვაში ვხნამ და ზღვაში ვთესამ,
მშრალზე ვინადირებ თევზსა.

აქ „მშრალზე“ პირდაპირ სიმშრალის მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, უნდა ნიშნავდეს ხმელზე, ხმელეთზე.

ასე მონაცვლეობენ „ხმელი“ და „მშრალი“ ქართულ კილოებში და ხშირად ისეთ სიტყვებს ერთვიან, რომელნიც ერთი შეხედვით მათ არ იგუებენ.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9