მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მწვ მწუ

მწვალებელნი

„სჳმონ მოგჳ, სამარიტელი, რომელი-იგი წინააღუდგა ქადაგებასა მას პეტრე მოციქულისასა და გმობათა მრავალთა იტყოდა უფლისათჳს და თავსა თჳსსა ქრისტედ სახელ-სდებდა“; „კირინთოს და ნიკოლაოს ვინმე და მარკიონ, მიმსგავსებულნი სჳმონისნი“; „მანის და მონტანიოს, რომელნი იტყოდეს თავთა თჳსთა, თუ ჩვენ ვართო ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი თქუა ქრისტემან მოვლინებად“; „განქარდა რაჲ წვალებაჲ იგი მანისი და მონტანისი და ნავატისი, გამოაჩინა (ეშმაკმან) წვალებაჲ არიანოზთაჲ, ბოროტი და სულთა წარმწყმედელი, რომლისა წინამძღუარი იყო არიოზ, ევნომიოზ, აეტი, ევსევი, ევდუქსი და სხუანი მრავალნი მგმობარნი ძისა ღმრთისანი. და მათ თანა გამოჩნდა აპოლინარიცა, რომელი გმობდა, ვითარმედ არა მიიღო ქრისტემან ბუნებაჲ კაცობრივიო. ამას ზედა აღადგინა მაკედონიოსცა, მგმობარი სულისა წმიდისაჲ“; „მათ თანა განქარვებულ არს საბელიოზცა, შერევნისა მეტყუელი და ყოველნი მსგავსნი მათნი“; „არიოზ ერთსა მას ბუნებასა და არსებასა ღმრთეებისასა განყოფდა, ხოლო საბელიოზ სამთა მათ გუამთა წმიდისა სამებისათა ერთად შეჰრევდა“; ქრისტეს ორი ბუნების „განკუეთილებისა და განყოფისა წინამძღუარ იქმნეს თეოდორე ვინმე ანტიოქელი და დიოდოროს ტარსელი, რომელთაგან, ვითარცა ძირი სიმწარისაჲ და ნერგი საეშმაკოჲ, აღმოსცენდა ღორი იგი ქალდეველი ნესტორ... მან ნესტორ ორად განყო ქადაგებაჲ ქრისტეს განკაცებისაჲ და ორად გუამად იკადრა თქუმად, განყოფილად ღმრთეებაჲ და განყოფილად კაცებაჲ ქრისტესი“; „შემდგომად რავდენთამე ჟამთა გამოჩნდა კოსტანტინეპოვლეს მონაზონი ვინმე უღმრთოჲ, არქიმანდრიტი მონასტრისაჲ, რომელსა ეწოდებოდა დალმატისი, და სახელი უშჯულოჲსა მის მონაზონისაჲ იყო ევტჳქი... (იგი) იტყოდა, ვითარმედ საოცრად იყო განკაცებაჲ ქრისტესიო. ამისთჳსცა არა შეიწყნარებდა, არცა აღიარებდა იგი ორთა ბუნებათა ქრისტესთა, არამედ ერთსა ბუნებასა იტყოდა ღმრთეებისა და კაცებისა მისისასა, და წმიდასა მას ქალწულსა არა აღიარებდა ღმრთისმშობელად, არამედ საოცრად იტყოდა მისგან შობასა მას ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა... მერმე მიუწერა დიოსკოროს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსსა, და ასწავა მას თჳსი იგი წვალებაჲ... ერთი ნებაჲ და ერთი ბუნებაჲ თქუა ქრისტესი. ხოლო უღმრთომან მას დიოსკოროს შეიწყნარა სიტყუაჲ მისი“; დიოსკორეს მიერ ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებაზე, რომელსაც ევტიქიც ესწრებოდა, „ზაკუვით მოუწოდეს ნეტარსაცა ფლაბიანოსს (კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოზსა)... და იწყო რაჲ წმიდამან ფლაბიანოს წინააღდგომად და მხილებად, ზედა-დაესხნეს მწვალებელნი იგი და დიდითა წყლულებითა გუემეს. და ფრიადისა მის გუემისაგან მოკუდა ნეტარი იგი. ამას ესევითარსა საქმესა ზედა იქმნა კრებაჲ მეოთხე ქალკიდონს“; „ხოლო შემდგომად რავდენთამე ჟამთა ეპისკოპოზ იქმნა ალექსანდრიას ტიმოთე, ერთისა ბუნებისა მეტყუელი, რომელი-იგიცა დიოსკოროსის თანა განდევნილ იყო ქალკიდონით. და აღწერა გმობაჲ კრებისა მისთჳს ქალკიდონისა და ებისტოლისათჳს ლეონ პაპისა, რომელი მიუწერა ნეტარსა ფლაბიანოსს, სავსე ჭეშმარიტითა ღმრთისმეტყუელებითა“; „კუალადცა გამოაჩინა ეშმაკმან ანტიოქიას სებეროს ვინმე, სავსე ეშმაკისა გესლითა. და მრავალნი გმობანი ქალკიდონისა კრებისათჳს აღმოსთხინა... ესევითარი მოძღურებაჲ დაუტევა სებეროს ალექსანდრიელთა, ვითარცა მეორემან აკჳლა, რომელმან გარდააქცია სამეოცდაათთა მათ ძუელისა შჯულისა თარგმანებაჲ“; საზოგადოდ, მწვალებელთა შემეცნებისა და სარწმუნოების შესახებ, მიღებულია შეხედულება: „რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს, არამცა ჰგმობდეს უფალსა მას დიდებისასა (1 კორ. 2,8)“, ხოლო წმ. ექვთიმე მთაწმიდელი აღრმავებს აზრს და მწვალებლებს არა შესანდობელ, არამედ სატანურ სიჯიუტეს მიაწერს: „და უფროჲსღა ვთქუა ჭეშმარიტი, ვითარმედ: იციან და ნებსით თჳსით უვარ-ჰყოფენ მას“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „საბელიოს, ერთისა ბუნებისაგან შეცთომილი, გუამსაცა ერთსა ქადაგებდა, ხოლო არიოზ სამთა გუამთათჳს ბუნებათაცა სამთა იტყოდა“; „ნესტორ უკუე იტყოდა ორთა ბუნებათა, ხოლო არა იტყოდა მათ მიმთუალველად შეერთებისა“; „ევტჳქი ერთსა გუამსაცა იტყოდა და ესოდენისა შეერთებისა ქმნასა იტყოდა სიტყჳსა ღმრთისასა კაცისა მიმართ, ვიდრე-ღა ბუნებისაცა ერთისა შესრულებასა ორთაგანვე დაამტკიცებდა“; ეპიფანე კჳპრელის მიხედვით, „არიან წვალებანი ყოველნი ოთხმეოცდაოთხ“(თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9