მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მწვ მწუ

მწვალებლობა

ჭეშმარიტების მიმართ შეუპოვარი წინააღმდეგობა. იგი, როგორც გმობა სულისა წმიდისა, მიუტევებელია. გუმბადის VI მსოფლიო კრებაზე, სარწმუნოებრივ საკითხთა გადმოცემის შემდეგ, მამებმა დაადგინეს: „უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქუმულთა ამათ კეთილად მსახურებისა სჯულთა (δόγμαΤα) შეიტკბობდეს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ჴელჰყოფდეს, იყავნ შეჩუენებულ წინაჲსწარ განჩინებულისა მისებრ საზღვრისა პირველმოჴსენებულთა მიერ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა“ (კან. 1). ვიწრო გაგებით, მწვალებელი მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი, ანუ დოგმატური, სწავლების დამარღვეველს ნიშნავს, ხოლო ფართო გაგებით – ყველა განდგომილსა და გამოყოფილს, რომელსაც შეიძლება არა სარწმუნოებრივ საკითხებთან, მაგრამ წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით ეკლესიაში განხეთქილება შეაქვს. კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრების VI კანონში მამები მწვალებელის (ერეტიკოსის) საერთო სახელს უწოდებენ არა მხოლოდ მათ, რომელნიც სარწმუნოებას სიცრუით ასწავლიან, არამედ „გამოხეთქილთაც“ (სქიზმატიკოსებსაც), რომელნიც კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის წინააღმდეგ კრებებს მართავენ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9