აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ასი ასუ

ასი ცხოვარი

(ლკ.15,4-6) – «კაცი იგი თჳთ თავადი უფალი არს, რომელსა უდგს ასი ცხოვარი... ხოლო ასნი ესე ცხოვარნი ასნი მთავარანგელოზნი იყვნეს ცათა შინა, ვითარცა-იგი წმიდათა მოძღუართაგან გჳსწავიეს, და ასი დასი მათ თანა. ხოლო ერთი იგი მეასე გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად დასითურთ თჳსით ურჩულოვებითა და არაწმიდებითა მისითა და იქმნა იგი ეშმაკ. ხოლო სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან, ვითარცა იხილა მეასჱ იგი ადგილი, დაკლებული ცათა შინა, სათნო-იყო და ინება და შექმნა ნათესავი კაცთაჲ, რაჲთამცა აღავსო დაკლებული იგი ადგილი ცათა შინა ნათესავითა კაცთაჲთა. ესე არს მეასჱ იგი ცხოვარი» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9