მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მშვ მშჳ

მშვენიერება და სიწმინდე ღმრთისმშობელისა

„დედაკაცსა ვიტყჳ მას, რომლისა შუენიერებაჲ სულისაჲ ესოდენ უზომოდ აღემატების ყოველსა შუენიერებასა კაცობრივსა, რაოდენ მისგან შობილი ქრისტე უშუენიერეს არს უფროჲს ყოველთა ძეთა კაცთაჲსა და რასაღა მრავალსა ვიტყოდი, ესრეთ მაღალ იქმნა შუენიერებაჲ მისი, ვიდრემდის სათნოიყო და გულმან უთქუა მეუფესა სიკეთეთა მისთა მომართ მოსლვად და მისგან მეორედ მიღებაჲ შობისა უმამოჲსა და მიუთხრობელისაჲ. ხოლო კუალად ჴორცთაცა მისთა აგებულებაჲ ეგოდენ სახარულევან და წესიერ იყო და ესოდენსა სიწმიდესა მიწევნულ, ვიდრემდის მის შორის დაიტია უჴორცოჲ იგი და გარეშეუწერელი დიდებულებაჲ უზესთაესისა მის ყოველთა არსთაჲსაჲ. და იქმნა სადგურ გუამისა მის, რომელი ერთად სამგუამოვნებისაგანად იცნობების და იქადაგების“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9