მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მყო

მყოფი, არსება, შემთხვევითი

„მყოფი ზოგადი სახელი არს ყოველთა მყოფთაჲ. ესე უკუე მყოფი განიკუეთების არსებისა მიმართ და შემთხუევითისა. არსებაჲ უკუე არს საქმე თავით თჳსით მყოფი, არა-მოქენე სხჳსაჲ შემტკიცებისა მიმართ, ესე იგი არს, თავსა შორის თჳსსა მყოფი და არა სხჳს შორის მქონებელი ყოფისაჲ. ხოლო შემთხუევითი არს არსებასა შინა ხილული, ვერ შემძლებელი თავსა შორის თჳსსა ყოფისაჲ, არამედ სხჳსა შორის მქონებელი ყოფასა. რამეთუ არსებაჲ ვიდრემე ქუემდებარე არს, ვითარცა ნივთი საქმეთაჲ. ხოლო შემთხუევითი არს არსებასა შინა ხილული, ვითარ-იგი სხეული და ფერი, რამეთუ არა არს სხეული ფერსა შინა, არამედ ფერი – სხეულსა შინა. არს უკუე სხეული ვიდრემე არსებაჲ, ხოლო ფერი – შემთხუევითი. ეგრეთვე სულიცა და ცნობაჲ, რამეთუ არა არს სული ცნობასა შინა, არამედ ცნობაჲ – სულსა შინა, რომლისათჳს არა ითქუმის სხეული ფერისაჲ, არამედ ფერი სხეულისაჲ; არცა სული ცნობისაჲ, არამედ ცნობაჲ სულისაჲ. არს უკუე სული ვიდრემე არსებაჲ, ხოლო ცნობაჲ – შემთხუევითი, რამეთუ მოსპობითა უკუე სულისაჲთა მოისპობვის ცნობაჲცა, რამეთუ რაჟამს არა იყოს სული, რასა შინა იყოს ცნობაჲ? ხოლო მოსპობითა ცნობისაჲთა არა უეჭუელად მოისპობვის სული, რამეთუ შესაძლებელ არს ყოფაჲ სულისაჲ თჳნიერ ცნობისა. ეგრეთვე ყოველთა შორის მყოფთა თავსა შორის თჳსსა და არა სხჳსა შორის მქონებელი ყოფისაჲ არსებაჲ არს, ხოლო ვერ-შემძლებელი თავით თჳსით ყოფასა, არამედ სხუასა შინა მქონებელი ყოფისაჲ, შემთხუევითი არს“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9