მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მღვ

მღვდელთა ცოდვისათვის

„ჩუენ თჳთ, რომელნი-ესე საყდართა ზედა ვსხედთ და ვასწავებთ, ცოდვითა შეთხზულ ვართ ურთიერთას“; პატივდებულს მეტად მოეკითხება: „ჩუენდა ვითარცა დიდი პატივი, ეგრეცა უფროჲსი გმობაჲ. სხუაჲ არს მოძღურებათა მათ ცოდვაჲ და სხუაჲ არს, რომელთა-იგი ასწავებენ“. მღვდელი, ისევე როგორც მთავარი, ცოდვილი რომ არ ყოფილიყო, სხვათა შენდობას ვერ შეძლებდა: „არა თუმცა შეცჳვეს ვნებასა ხორციელებისასა, სხუათა კაცთათჳსმცა უწყალო იყვნეს, არამცა შეუნდვეს. არამედ ამისთჳს მათცა მღდელთა ვნებაჲ იგი მონებისაჲ განუმზადა მთავართაცა, რაჲთამცა მათცა ევნო და სხუათათჳს შენმდობელ იქმნნეს. რამეთუ მაშინდითგანვე ესრეთ განაგო ღმერთმან, არა ხოლო აწ, არამედ ძუელითგანვე, რომელთაჲ ენება რწმუნებაჲ ეკლესიათა და ერისა მიტევებისათჳს შესთხინნა ცოდვასა, რაჲთა შინაგანთა მათ შეცოდებათათჳს კაცთმოყუარე იქმნენ სხუათათჳს. უკუეთუმცა არა ცოდეს მათ, არცაღა თუმცა ერთ შენდობაჲ რაჲ აქუნდა მოტევებად ცოდვილთათჳს და ყოველნიმცა განაშორნეს ეკლესიათაგან“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) პეტრე მოციქულიც „შევარდა ცოდვასა, რაჲთა მოიჴსენოს თჳსი იგი ცოდვაჲ და უფლისა კაცთმოყუარებაჲ და მოყუასთა თჳსთა მოწყალე ექმნეს“; უფალმა „ამისგანად ანგელოზი არა დაადგინა მღდლად, არცაღათუ ანგელოზთმთავარი, უცოდველ არიან, რაჲთამცა ნუუკუე ცოდვილნი ერისაგანნი მეყსეულად კრცხიალებითა განხეთქნეს. აწ კაცი კაცთაგანი სარწმუნო იქმნნეს ამათ საყდართა ზედა და ესეცა გულისთქუმითა ცოდვისაჲთა შეკრულნი, რაჲთა რაჟამს იხილოს თუ ვინმე შეცოდვებულთაგანი, მოიჴსენნეს თჳსნი იგი ცოდვანი და კაცთმოყუარე ექმნეს მათ“(კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9