მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მუს მუც მუხ

მუხლთმოდრეკის წესი

„დღესა წმიდისა კჳრიაკისასა მუჴლთა არა მოდრეკაჲ განწესებულ არს წმიდათა მამათაგან პატივად დიდებულისა მის ქრისტეს აღდგომისა, ამისთჳს ვაუწყებთ ყოველთა, რაჲთა მწუხრისა გალობად რაჲ შევიდენ, მწუხრი შაბათსა და ვიდრე კუალად კჳრიაკესა მწუხრი მუჴლთ დრეკაჲ დააცადონ, რამეთუ შაბათისა იგი მწუხრი წინამსრბოლად კჳრიაკისა შეგჳრაცხიეს და ესრეთ ვიწყებთ გალობასა აღდგომისასა და ღამესა მას და დღესა კჳრიაკისასა ვდღესასწაულობთ და მომავალსა მას მწუხრსა კუალად ვიწყებთ მუჴლთ მოდრეკით ვედრებად უფლისა“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.) „ხოლო შაბათ-კჳრიაკეთა და საუფლოთა დღესასწაულთა და წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ქრისტესშობითგან ვიდრე განცხადებისა ზატიკადმდე და აღუსებითგან ვიდრე მარტჳლიისა მსგეფსამდე ნუვინ იდრეკენ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ თაყუანისცემით ილოცვიდენ“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9