მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მოძღვრის პასუხისმგებლობა

მრევლის საღმრთისმეტყველო ცოდნის საერთო დონე ეკლესიის მწყემსისთვის საკმარისად არ შეიძლება ჩაითვალოს. იგი სარწმუნოებრივი მოძღვრებით სრულად აღჭურვილი უნდა იყოს. „ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ, ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი“ (1 ტიმ. 4,16), – წერს პავლე მოციქული ტიმოთეს. სამღვდელოებას სწორი მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი სწავლებისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მთავარი მიზანი, რისთვისაც უფალმა მოციქულები სოფლად წარგზავნა, ხალხების სწავლება იყო: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“ (მთ. 28,19).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9