მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მოციქულნი

„არა უმცირჱს არიან მოსჱსა, არა უნაკლულევანჱს წინაწარმეტყუელთა, არამედ კეთილთა თანა კეთილ და კეთილთა უკეთჱს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)მოციქულებმა ნათელიღეს სულიწმიდით: „ვითარცა-იგი რომელი შთაჴდის წყალსა და ყოვლით-კერძოვე მოიცვის წყალმან, რომელი-იგი იბანებინ, ეგრეცა სულისა მისგან ნათელ-იღეს მათ სრულიად, არამედ წყალმან გარეშჱ ოდენ განბანის, ხოლო სულმან წმიდამან სულსა ნათელ-სცის უნაკლულოდ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) სულთმოფენობისას „იწყეს მათ უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ, სიტყუად (საქმ.2,4): გალილეველ იყვნეს პეტრე და ანდრეა, სპარსლებრ და არშებრ იტყოდეს, იოვანე და სხუანი მოციქულნი ყოველსა ენასა ეტყოდეს წარმართთა მათ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „რომელნი მრავალთა ჟამთა უსწავლელ იყვნეს, და მეყსეულად თითოეულთა მათთა მრავალ-ფერთა ენათა სიტყუასა მისცემდე!“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„ვარსკულავნი ცათა შინა დამტკიცებულ არიან, ხოლო მოციქულნი ზესკნელ ცათა არიან“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ფერისცვალების დროს ცნობა მოწაფეებისა ანგელოზთა საიდუმლოს აღემატა: „რამეთუ ღირს იქმნეს ცნობად საიდუმლოსა უფლისა თჳსისასა, რომლისაჲ ქერობინთაჲცა შეუძლებელ არს თუალთა შედგმაჲ, რამეთუ უფროჲს მათსაცა ღირს იქმნნეს ესენი“(კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9