მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მონოფიზიტობა

ძირი ამ მწვალებლობისა არისტოტელური განსაზღვრებით საზრდოობს, რომლის მიხედვით მონოფიზიტები ბუნებასა და პირს აიგივებენ და, აქედან გამომდინარე, ამტკიცებენ, რომ უპირო ბუნება, ანუ უგვამო არსება არ არსებობს და ამიტომ მაცხოვარს, როგორც ერთ პირს, ერთი ბუნება აქვსო. „ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ ყოველნი, რომელნიცა ერთ ბუნებად იტყჳან ღმრთეებასა და კაცებასა ქრისტესსა, საწარმართოთა მათ წიგნთაგან არისტოტელისთა უსწავიეს, რაჲთა ბუნებასა და გუამოვნებასა ერთად იტყოდიან. რამეთუ წმიდანი მამანი იტყჳან, ვითარმედ: არსებაჲ და ბუნებაჲ ერთ არს, და პირი და გუამი ერთ არს, ხოლო არისტოტელი იტყჳს პირსა ბუნებად და ბუნებასა – პირად. და ამის უშჯულოჲსა მოძღურებითა სწავლულ იყო არიოზ შეჩუენებული, ამისთჳს სამნი არსებანი თქუნა მამისა და ძისა და სულისა წმიდისანი ერთარსებისა მის ერთღმრთეებისანი, რამეთუ შესცთა ცთომითა საეშმაკოჲთა. ამით უშჯულოჲთა წესითა სებეროსცა ბილწმან ორთა ბუნებათა და გუამთაგან გამოთქუა ერთბუნება ყოფად ქრისტეს ღმრთისაჲ. ეგრეთვე ევტჳქი და დიოსკოროს და ტიმოთე და გაიანოს და ივლიანე და იაკობ და პეტროზ მკაწრვალი და ბარსანოფი და თევდოსი. რამეთუ ათნი ესე რქანი საცთურისანი ერთსა წვალებასა და ერთსა გმობასა ზედა არიან, რომელთა არა თუ წმიდათა წერილთაგან, არამედ საწარმართოთა სწავლათაგან მოიპოვეს, რომელ ბუნებასა პირად იტყჳან და მოძღურებენ, თუ არა არსო ბუნებაჲ უპიროჲ, და არცა არსებაჲ – უგუამოჲ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Synonym: ერთბუნებიანობა
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9