მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მოკითხვა პატიმართა

„საპყრობილესა მრავალნი კეთილის მოქმედნი არიედ და ჩუენ არა უწყოდით. რამეთუ ოდესმე იოსებცა კეთილის მოქმედი უსამართლოდ შეყენებულ იყო საპყრობილესა მას მრავალთა თანა ბოროტის მოქმედთა, და იგი სწყალობდა მათ და უმსჯავროდ პყრობილ იყო, რომელსა ყოველი ეგჳპტე ვერ ესწორებოდა სიმართლითა (გამს. 39,19-23). და ესე ეგების, რაჲთა იყვნენ საპყრობილესა მრავალნი მართალნი უსამართლოდ, რომელნი ჩუენ არა უწყნით. ხოლო დაღაცათუ ერთიცა არა იყოს კეთილის მოქმედი, ჯერ-არს ჩუენდა თუალვაჲ მათი. რამეთუ უფალმანცა ჩუენმან არა თუ კეთილის მოქმედნი შეიწყნარნა და ძჳრის მოქმედნი უგულებელს-ყვნა, არამედ მეძავსაცა მიუშუა შეხებად და დაბანად ფერჴთა მისთა წმიდათა (ლკ. 7,37-38), და ურჩულონი ჰურიანი უგუნურობით აყუედრებდეს და ჰგმობდეს მას ამისთჳს, და რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამდა (მთ. 9,10-11). და ჩუენ გუასწავა ცოდვილთა შეწყნარებაჲ და წყალობაჲ, და არა განგდებაჲ და განშორებაჲ“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9