„ცხორებაჲ ყოველთა წმიდათა და მართალთაჲ მოთმინებითა განშუენებულ და განბრწყინვებულ არს. ამისთჳს, ჵ კაცო, გიყუარდინ მოთმინებაჲ, ვითარცა ფსალმუნი გასწავებს და გეტყჳს: „დაუთმე უფალსა, დაიცვენ გზანი მისნი“ (ფს. 36,34). და წმიდაჲ მოციქული პავლე გასწავებს, რაჲთა მოიგნე საქმენი კეთილნი, და იტყჳს, ვითარმედ: „მწუხარებასა შინა მოთმინებაჲ“ (რომ. 5,3). და ოდეს მოიგო მოთმინებაჲ, მაშინ ჰპოვო წყაროჲ ცხორებისაჲ, რომელ არს სასოებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მოთმინებამან ყვის გამოცდილებაჲ და გამოცდილებამან სასოებაჲ, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის“ (რომ. 5,4-5)“, (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8