აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აპო

აპოფატიკური და კატაფატიკური განსაზღვრებანი

„მსგავსებისაგან ბუნებისა ღმრთისა, ესე იგი არს არსებისაგან მისისა, არა საცნაურ არს ღმერთი, არცა იცნობების, თუ რაჲ არს. რომელი შეუძლებელ არს ყოველთა დაბადებულთაგან, ხილულთა და უხილავთა, მიწთომაჲ მისი, არამედ საქმეთაგან, რომელ არიან გარემო მისა, იცნობების, ვითარმედ არს ღმერთი. რაჟამს გულისჴმისყოფით ვინ გამოეძიებდეს და ესეცა ნიჭითა ღმრთისაჲთა. ხოლო გარემო მისა მყოფნი საქმენი არა თუ ამას მოასწავებენ, თუ რაჲ არს, არამედ თუ რაჲ არა არს, ვითარ-იგი დაუბადებელობაჲ სახელი არს ღმრთისაჲ. არამედ არათუ რაჲ არს, მას მოასწავებს, არამედ რაჲ არა არს, რამეთუ არა დაბადებული არს. ეგრეთვე დაუსაბამოებაჲ სახელი არს მისი, რამეთუ არა აქუს დასაბამი, და მიუწთომელობაჲ, რამეთუ არა ეგების მისდა მიწთომაჲ, და უჴორცოებაჲ, რამეთუ ჴორც არა ასხენ. და სხუანი ესევითარნი საქმენი და სახენი არიან გარემო მისა, არამედ არა თუ რაჲ არს, მას იტყჳან, არამედ რაჲ არა არს. და კუალად განგებულებისა სიტყუანი, რომლითა ყოველსავე განაგებს და უპყრიეს, და ხედვაჲ ესე ბუნებათაჲ გარემო ღმრთისა ითქუმიან ყოფად, რომელნი გამოაჩინებენ, ვითარ არს დამბადებელი მათი. რამეთუ რომელნიმე სახელნი მისნი, ვითარ დამბადებელი, სახიერი, კაცთმოყუარე, მსაჯული, ყოვლისამპყრობელი და ყოველნი ესევითარნი, მოასწავებენ, ვითარმედ არს ღმერთი. ხოლო თუ რაჲ არს, არა საცნაურ ჰყოფენ ბუნებასა მისსა. და კუალად მეორის კერძისა სახელნი, ვითარ: დაუსაბამოჲ, დაუბადებელი, უჴორცოჲ, მიუწთომელი, რაჲ არა არს, მას გჳჩუენებენ, ხოლო ყოვლით კერძო, თუ რაჲ არს ბუნებაჲ მისი, არასადაჲთ საცნაურ არს. არამედ გარემო მისა მყოფთა საქმეთაგან და სახეთა, რაჲ არა არს, მას ვისწავებთ, და ვითარმედ არს ღმერთი ჭეშმარიტად“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9