მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მკა მკვ მკუ

მკვდართა აღდგომა

  1. „რომელნი იგი მოკუდეს, იგინივე აღდგენ; და რომელნი განირყუნეს, იგინივე განცხოველდენ; და რომელნი-იგი იქმნეს ვითარცა არარაჲ, იგინივე განდიდნენ და აღმაღლდენ“; „არიან ვინმე თქუენგანნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არსო. უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ, ქრისტჱცა არა აღდგომილ არს“ (1 კორ.15,12-13), (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)
  2. (მაცხოვრის აღდგომის ჟამს) – „რამეთუ აღდგომასა მას ქრისტჱსსა მრავალნი მკუდარნი აღდგეს, რომელნი დამარხულ იყვნეს სამარებსა, რამეთუ იტყჳს: „მრავალნი წმიდათაგანნი აღდგეს და შევიდეს მის თანა წმიდასა მას ქალაქსა იერუსალჱმსა“ (მთ. 27,52-53). და იყო აღდგომაჲ მათი საკჳრველ დიდ, რომელსა წამებულ იყო აღდგომისა მის უფლისა. რამეთუ რომელნი-იგი აღდგეს, იყვნეს კაცნი განმწჳსებულ და განსრულებულნი დღითა, რომელთა იცოდეს მიგებაჲ სიტყჳსაჲ და მოსაგებელი სიტყჳსაჲ სმენად და გულისხმის-ყოფად. რომელნი იყვნეს ვითარ ოცდაათის წლის ოდენ და რომელნიმე ოც წლის, რომელნი შემძლებელ იყვნეს ცნობად ძმაჲ ძმისა და მამაჲ შვილისა და შვილი მამისა. და ჰკითხვიდეს მათ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს, თითოვეულად ნათესავთა და მეცნიერთა, ვითარმედ: შენ ესე სახელი იგი ხარ? და მათ მიუგიან, ვითარმედ: ეგე სახელი ჩემი არს. და თქჳან, ვითარმედ: ამის ადგილისა სამარისაგან აღდგომილი მოსრულ ვარ და თქუენ ესე სახელი გრქჳან. და ჰკითხვედ, ვითარმედ: ვინაჲ მოხუალთ? მათ მიუგიან: აღვდეგით და მოვედით. და მიუგიან ურთიერთას – შვილმან მამასა და მამამან შვილსა: რაჲ იყო ანუ ვითარ აღსდეგით? მიუგეს და ჰრქუეს აღდგომილთა მათ: წინა სამისა დღისა რაჲ საქმჱ იქმნა თქუენ შორის? და იყო ნათესავი იგი ისრაჱლისაჲ დაჴსნილ და მოვიწყე. მიუგეს და ჰრქუეს, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს: რომელსა საქმესა იტყჳთ, აქა არარაჲ ქმნულ არს. მიუგეს აღდგომილთა მათ: უწყით, რამეთუ ქუეყანაჲ შეიძრა და უფსკრულნი აღიძრნეს და ქუესკნელნი ჯოჯოხეთისანი დაემჴუნეს? და თქუენ მას დღესა რასა იქმოდეთ ანუ რაჲ იყო საქმჱ იგი? ხოლო მათ მოიჴსენეს და თქუეს: ერთი ვინმე მაცთური, რომელსა ერქუა იესუ, შევიპყართ და ჯუარს-ვაცუთ. ხოლო აღდგომილთა მათ აღიმაღლეს ჴმაჲ და იტყოდეს: ვაჲ თქუენდა! იგი იყო, რომელი მოვიდა ჩუენდა და ზღუდენი ჯოჯოხეთისანი დაამჴუნა და განჭრნა საკრველნი სიკუდილისანი ძლიერებითა თჳსითა და აღგუადგინნა ჩუენ სამარეთაგან ჩუენთა. და აღესრულა თქუმული იგი, რომელსა იტყჳს: „აღდგენ მკუდარნი და აღემართნენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა“ (ეს. 26,19). და აჩუენოს უფალმან ცხორებისამან გაჭრილ საკრველნი სულთანი ძალითა თჳსითა, რომელნი შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს შთასლვითა მისითა ჯოჯოხეთა, რაჲთამცა არავინ თქუა, ვითარმედ სულნი ხოლო აღმოიყვანნა ჯოჯოხეთით. ამისთჳს მრავალნი ჴორცნი წმიდათანი აღადგინნა მიცემითა მათა სულნი იგი. მოვიდეს და შემოჴდეს ქალაქსა ამას იერუსალჱმსა და რომელნი განმწარებულ და შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს სულნი და ჴორცნი მათნი სამარებსა და აღდგომილნი სულითა და ჴორცით შევიდეს ქალაქად და განეცხადნეს მრავალთა და მოაჴსენებდეს, რომელთა განამწარეს უფალი, და რომელთა შეიპყრეს უფალი თჳსი და ჰგუემდეს. ესე იყვნეს მოწამე აღდგომისა მისისა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
    Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9