მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მის მიტ მიუ მიქ მიც მიძ

მიძინების საგალობელი

„ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ, და ჩუენ ქუეყანასა ზედა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: დღეს ქუეყანისა ტაძარი ღმრთისა სიტყჳსაჲ მიიცვალების, ზეცისა იერუსალჱმსა დაემკჳდრების; დღეს ქალწული ქუეყანით ზეცად მიიცვალების; დღეს კარავი იგი ქუეყანისაჲ ზეცისა საყდარ იქმნების; დღეს ეზოჲ იგი კარავისაჲ, რომელსა ჰრქჳან წმიდაჲ წმიდათაჲ, ზეცისა მის კარავსა ბრწყინვალესა მიიცვალების; დღეს მაყუალი იგი შეუწუველი ზეცისა სძალ იქმნების; დღეს გამოუცდელი ქორწინებითა ცათა შინა დაემკჳდრა და მის თანა იხარებს პირველი იგი დედაჲ ჩუენი; დღეს უჴრწნელი იგი დედოფალი მარიამ ზეცისა ქერობინ იქმნების, და პირველი იგი მამაჲ ჩუენი ადამი სიკუდილისაგან განთავისუფლდების; დღეს წმიდაჲ ღმრთის-მშობელი უზეშთაჱს ყოველთა მთავრობათა იქმნების; დღეს ხილული იგი უხილავ იქმნების კაცთაგან, არამედ იხილვების ანგელოზთაგან“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.);(კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
See also: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9