მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მის მიტ მიუ მიქ მიც მიძ

მიძინება ღმრთისმშობელისა

ამაღლების წინ მაცხოვარი ყოვლადწმიდას მიმართავდა: „არა დაგიტეო შენ, დედაო ჩემო, ქალწულო, არამედ, რაჟამს განხჳდე ჴორცთაგან, არა მოვავლინნე შენ ზედა ანგელოზნი, არცა ანგელოზთმთავარნი, არამედ მე მოვიდე და შევიწყნარო სული შენი, რომელ არს უფროჲს მზისა ბრწყინვალჱ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „მოიქცა უფალი პეტრეს მიმართ და თქუა: მოიწია ჟამი, იწყე გალობად! ხოლო პეტრე იწყო გალობად და ყოველნი ძალნი ზეცათანი შეუჴმობდეს ალელუჲათა. და მაშინ პირი დედისა უფლისაჲ უფროჲს ნათლისა გამობრწყინდა, და აღდგა და აკურთხა თჳსითა ჴელითა თითოეულად მოციქულნი. და მისცეს ყოველთა დიდებაჲ ღმერთსა და უფალმან განჰმარტნა ჴელნი თჳსნი და შეიწყნარა წმიდაჲ და უბიწოჲ სული მისი. და გამოსვლასა წმიდისა მისისა სულისასა აღივსო სულნელებითა და გამოუთქუმელითა ნათლითა ადგილი იგი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9