მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მის მიტ მიუ მიქ მიც მიძ

მიუწვდომელი ღმერთი

„ღმრთისათჳს შეუძლებელ არს თქუმად, თუ რაჲ არს ბუნებაჲ მისი, რამეთუ ვერარას არსთაგანსა მიემსგავსების, არამედ უზეშთაეს არს ყოვლისავე არსებისა“. ღმრთის ბუნება (არსი) ვერც აპოფატიკური (უხორცო, უსაღვრო, უხილავი, შეუხებელი, დაუსაბამო, დაუსრულებელი) და ვერც კატაფატიკური ტერმინებით (სახიერი, მართალი, ყოვლადძლიერი, ყოვლადბრძენი, ტკბილი, მოწყალე) ვერ აღიწერება, რადგან პირველნი მარტო იმაზე მიუთითებენ – რაც არ არის ღმერთი, ხოლო მეორენი ასაჩინოებენ მხოლოდ თვისებებს მისი ბუნებისა, რომელნიც ღმრთის საქმეთა მიერ მჟღავნდებიან. „ხოლო თავადი იგი ბუნებაჲ და არსებაჲ ღმრთისაჲ უცნაურ არს ყოვლადვე და მიუწთომელ ყოველთაგანვე დაბადებულთა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9