მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მის მიტ მიუ მიქ მიც მიძ

მიტევება

„მოსწრაფე ვიყვნეთ მიტევებად მოყუსისა, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს, რამეთუ მსაჯულმან მან წინაჲსწარვე თქუა: „უკუეთუ არა მიუტევნეთ, არცა მოგეტევნენ თქუენ“. აწ უკუე ვისწრაფოთ, შვილნო, და მიუტევებდეთ ყოვლითა გულითა და გუაჴსონანმცა თანანადებნი ჩუენნი, რამეთუ მრავალ არიან, ხოლო რომელთა-იგი ჩუენ მიუტევებთ, მცირედ არიან ფრიად და მის ფრიად მცირისათჳს, რომელ შეუნდობთ მოყუასთა, მოგუეტევებიან ჩუენ ყოველნი თანანადებნი ჩუენნი. მცირესა მას ბრალსა ვიჴსენებდით მოყუსისასა და ჩუენ ვითხოვდით მოტევებასა ყოველთა თანანადებთა ჩუენთასა. მიუტევებდით კეთილად და ჭეშმარიტად ყოვლითა გულითა, რაჲთა ღმერთმანცა ეგრევე ყოს ჩუენდა მოტევებაჲ. ნუმცა გჳპყრიეს ჩუენ სიბოროტჱ იგი დამალული გულთა შინა ჩუენთა და პირითა ვიტყჳთ: „მოგიტევეთ“. რამეთუ, რომელი-იგი გამომეძიებელი არს გულისაჲ, იცნის გულისზრახვანი თქუენნი, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ უკუეთუ არა სთქუათ: „მიგიტევენით“, არამედ უკუეთუ არა თითოეულმან თქუენმან მიუტეოს ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა, არცა მამამან ზეცათამან მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. კაცთა წინაშე მიტევებისა წესი სიტყჳთა პირისაჲთა არს. რაჟამს თქუას, ვითარმედ: „მიმიტევებია“, ესე არს საჩინოდ მიტევებაჲ მათი, რამეთუ არა იციედ ზრახვანი გულისანი. ხოლო რომელმან-იგი იცის დაფარული გულისაჲ, მის წინაშე იგი არს, რაჲთა ყოვლითა გულითა თქუენითა მიუტეოთ, რაჲთა მანცა მოგიტევნეს თქუენ ყოველნი შეცოდებანი თქუენნი“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.) „უკუეთუ შეგემთხჳოს შენ მწუხარებაჲ, გინა სულმოკლებაჲ, ნუ დაადგრები მას ზედა დღისა ერთისა უფროჲს, რამეთუ თქუმულ არს: „მზე ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა“ (ეფ. 4,26). და უკუეთუ დაეგო ძმასა შენსა პირველ მიმწუხრებისა, ჰპოვო შენ მოტევებაჲ“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) ცოდვათა „შემძლებელ ვართ აჴოცად და განბანად შენდობითა ჩუენითა ძმათა ჩუენთა. არარაჲ ესწორების ამას საქმესა კეთილისასა, რომელ არს მიტევებაჲ ძმისაჲ შეცოდებათაჲ“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9