მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მეგ მეე მეზ მელ მენ მეუ მეფ მეც

მეფის დადგინების მიზეზი

„მეფე იქმნნეს ისრაილისაგანნი ესევითარისა მიზეზისაგან: სამუელ უკუანაჲსკნელი იყო მსაჯულთაჲ, ხოლო იყო კაცი წინაჲსწარმეტყუელი და დიდი, რომელიცა ყოვლითა სიმართლითა შჯიდა ერსა ისრაილისასა. ამას ესხნეს ორნი ძენი, რომელნი, შემდგომად დაბერებისა სამუილისა, იქმნნეს რაჲ მსაჯულ ერისა, არა შჯიდეს ერსა სიმართლეთაებრ მშობელისათა, არამედ ქრთამისა მიღებითა განჰხრწნიდეს მშჯავრსა. ესრეთ უკუე მოხუცებულებასა მამისა მათისასა და უმშჯავროებასა მათსა შეკრბეს ისრაიტელნი და ითხოვდეს მისგან, რაჲთა დაუდგინოს მათ მეფე. ხოლო მას, ლოცვით მვედრებელსა ღმრთისასა, ამისთჳს ესმა მისგან: „დაუდგინე მათ მეფე, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ – მე, მთხოელთა თავთა თჳსთათჳს მეფისათა!“ ხოლო მან მორჩილებითა საღმრთოჲსა ბრძანებისაჲთა გაუჩინა მათ მეფედ საულ, კაცი ტომისაგან ბენიამინისსა, რომელმან ორმეოც წელ მეფობასა შინა თჳსსა არა დაიცვნა მცნებანი ღმრთისანი“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9